საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N511

საქართველოს მთავრობის განკარგულება N511
03 ნოემბერი, 2006

საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ,,ერთიანი სამთავრობო ქსელის" შექმნის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ,,ერთიანი სამთავრობო ქსელის" შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე - რეფორმების კოორდინაციის სა­კითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია - რეფორმების კოორდინაციის საკით­ხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი

ივანე გოჩიტაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს კავშირგაბმულო­ბისა და საინფორმაციო ტექნოლო­გიების დეპარტამენტის უფროსი

ზაზა იტრიაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი

ზურაბ კოტარია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დე­პარტამენტის უფროსი

ილია მაღალაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

ვარლამ ტყეშელაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი კონსულტანტი

გიგა უმეკაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

დიმიტრი ღლონტი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის ანალი­ტიკური სამსახურის უფროსი

ეკა ყუბუსიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს კავშირგაბმულო­ბისა და საინფორმაციო ტექნოლო­გიების დეპარტამენტის უფროსი სპე­ციალისტი, კომისიის მდივანი

გიორგი შუბითიძე - საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს ფონდ ,,ირ­მის ნახტომის" პროგრამის მენეჯერი

დავით ცეკვავა - საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

დავით წიკლაური - საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების მინისტრის მოადგილე

მიხეილ ჯანიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამი­ნისტროს ინფორმატიკის სამმართვე­ლოს უფროსი.


2. კომისიის:
ა) სხდომები მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის გადაწყვეტილებით;
ბ) სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ორი მესამედი მაინც;
გ) სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით; ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
3. ერთიან სამთავრობო ქსელში ჩაერთვება შემდეგი დაწესებულებები:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) საქართელოს იუსტიციის სამინისტრო;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრო;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრო;
ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრო;
ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტრო;
თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ი) საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო დაწესებულებები.
4. კომისიამ საქართველოს მთავრობისათვის უზრუნველყოს საქართველოს ზოგიერთ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ,,ერთიანი სამთავრობო ქსელის" შექმნის მიზნით რეკომენდაციის მომზადება კომპანიის შერჩევის თაობაზე, რომელიც გამოთქვამს სურვილს და იკისრებს ვალდებულებას განახორციელოს:
ა) ,,ერთიანი სამთავრობო ქსელის" შექმნა და მასში ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო დაწესებულებების საჭიროებისამებრ ჩართვის უზრუნველყოფა სულ ბევრი ხუთი წლის ვადით, ამავე პერიოდში ქსელის გამართული საქმიანო­ბისათვის საჭირო ტექნიკური და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება;
ბ) კომპანია ,,ცისკოს" მიერ ,,ერთიანი სამთავრობო ქსელის" შესაქმნელად გრანტით გადაცემული აპარატურის ინსტალაცია.
5. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს მიეცეთ რეკომენდაცია დადგენილი წესით უზრუნველყონ შერჩეულ კომპანიასთან არა უმეტეს ხუთწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მათთვის საჭირო და სასურველი მომსახურების პაკეტის მისაღებად.
6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველ­ყო­ფა განახორციელოს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი