საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N510

საქართველოს მთავრობის განკარგულება N510
03 ნოემბერი, 2006

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის შესა­ბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხურო­შვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლა­მენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებ­ლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონ­პროექტი ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებე­ბისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პარლა­მენტში წარდგენის თარი­ღია: 22.06.06. N1/199).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი