საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N507

საქართველოს მთავრობის განკარგულება N507
03 ნოემბერი, 2006

ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილე­ბებისა და დამატებების შე­ტა­ნის თაობაზე" საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონ­პროექტზე საქართველოს პარ­ლამენტის საკომიტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსე­ნებლად დაინიშნოს საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუ­ნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი