საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N503

საქართველოს მთავრობის განკარგულება N503
25 ოქტომბერი, 2006

ვ. ლეჟავას საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" 156-ე მუხ­ლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის სა­ფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიცია­ტივით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე ,,საკ­რე­დიტო საინფორმაციო ბიუროს შესახებ", ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტა­ნის თაობაზე", ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებ­ლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობა­ზე" და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქარ­თველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენ­ტის საკომიტეტო და პლენარულ სხდო­მებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს რეფორმების კოორდი­ნაციის საკითხებში საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის მოა­დგი­ლე ვახტანგ ლეჟავა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი