საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N502

საქართველოს მთავრობის განკარგულება N502
25 ოქტომბერი, 2006

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ

1. საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის გაზმომარა­გების ქსელის მოწესრიგებისათვის, კერძოდ: საშუალო წნევის გაზსადენის ცალკეული მონაკვეთის მშენებლობის, ორსაფეხუ­რიანი რეგულირების სისტემის და მარეგულირებელი პუნქტის მოწყობა-დამონტაჟებისა და სოფელ პატარძეულის 1 324 ოჯახის გამრიცხველიანობის მიზნით:
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის გათვა­ლისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში გაზმომარაგების ქსელის მოწესრიგებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულებისათვის სათანადო შესყიდვები;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადა­დე­ბით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში;
გ) ეთხოვოს სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაითვალისწინოს ამ პუნქტში აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი