საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N501

საქართველოს მთავრობის განკარგულება N501
25 ოქტომბერი, 2006

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართვე­ლოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძ­ველზე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში საქარ­თველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველ­საყო­ფად და დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თვე­ლოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 20 000 (ოცი ათასი) ლარი და 130 000 (ას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით.

2. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი