საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N500

საქართველოს მთავრობის განკარგულება N500
25 ოქტომბერი, 2006

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიმართ 1993-2006 წლებში დაგროვილი საქართველოს მხარის საწევრო დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და ეტაპობრივად დაფარვის ღონისძიებათა შესახებ

1. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიმართ არსებული საწევრო დავალიანების პირველი ტრანშის მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 208 505 (ორას რვა ათას ხუთას ხუთი) შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტი ლარობით.

2. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულებისა და საწევრო დავალიანების სრული რესტრუქტურიზაციის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი