საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N499

საქართველოს მთავრობის განკარგულება N499
25 ოქტომბერი, 2006

სს ,,თბილსრესისათვის" საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ

1. 2006 წლის ბოლომდე სს ,,თბილსრესში" დამატებითი სარემონტო-სარეაბილიტაციო, კერძოდ: N4 ენერგობლოკის ქვაბაგრეგატის ხურების ზედაპირების შეცვლის, მაზუთის მიწოდების სისტემის აღდგენისა და სს ,,თბილსრესის" საერთო-სასადგურო ინფრა­სტრუქტურის, ქიმიური საამქროსა და ელექტროლიზიორის რეაბილიტაციის სამუშაოთა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკრედიტო რესურსად გამოუყოს 1 300 000 (მილიონ სამასი ათასი) ლარი მისთვის საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან და სამინისტროსთან ერთად გაუფორმოს სს ,,თბილსრესს" სათანადო სასესხო ხელშეკრულება სს ,,თბილსრესში" განსახორციელებელ სა­რეა­ბი­ლიტაციო ღონისძიებათა დასაფინანსებლად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წელი, სესხის სარგებლად - წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი;
ბ) საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლი­ლებები საქართველოს 2006 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ განწერაში.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი