საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N498

საქართველოს მთავრობის განკარგულება N498
20 ოქტომბერი, 2006

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ

1. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევრო­კავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის თაობაზე კონსულტაციების დასრულების გათვალისწინებით:
ა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა (გ. ბარამიძე) სამ თვეში უზრუნველყოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა უწყე­ბებ­მა ერთ თვეში უზრუნველყონ თავიანთი კომპეტენციის მიხედვით ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციე­ლების საქართველოს მთავრობის გეგმასთან დაკავშირებულ წინადადებათა მიწოდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის. ამასთან, ყველა უწყებამ უზრუნველყოს თავიანთ წინადადებათა სრული შესაბამისობა ,,ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის" დოკუმენტთან;
გ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატ­თან ერთად უზრუნველყოს ევროპული სამეზობლო პოლი­ტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი