საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N490

საქართველოს მთავრობის განკარგულება N490
18 ოქტომბერი, 2006

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

"საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთ­დრო­ული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის N22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოები­სათვის დაწესებული ერთდრო­ული ფულადი პრემიების გასაცემად "საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი­დან გამოიყოს 79 000 (სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის:

- N1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 13 200 (ცამეტი ათას ორასი) ლარი;

- N2 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

- N3 დანართით გავალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 14 400 (თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარი;

- N4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფუ­ლა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 20 200 (ოცი ათას ორასი) ლარი;

- N5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;

- N6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 6 200 (ექვსი ათას ორასი) ლარი;

- N7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 2 200 (ორი ათას ორასი) ლარი;

- N8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარი;

- N9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 1 800 (ერთი ათას რვაასი) ლარი;

- N10 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

- N11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურა­ტურას გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი;

- N12 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამო­ეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

- N13 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს პარლამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

- N14 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი