საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N488

საქართველოს მთავრობის განკარგულება N488
18 ოქტომბერი, 2006

"ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის N324 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება "ტერიტორიული ერთეულე­ბის ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის N324 განკარგულების N1 დანართში შეტა­ნილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. ქუთაისის ბიუჯეტს გამოეყოს 5 465 000 (ხუთი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) 1 973 000 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაცამეტი ათასი) ლარი გზებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტა­ციი­სათვის, კერძოდ: მჭედლიძის ქუჩა, როძევიჩის ქუჩა, ირაკლი აბაშიძის ქუჩის გაგრძელება, გაპონოვის ქუჩა, ნიკეას II შესახვევი, სოლომონ I ქუჩა, გამარჯვების ქუჩა, ჯანელიძის ქუჩის საკანალიზაციო სისტემა;
ბ) 512 000 (ხუთას თორმეტი ათასი) ლარი წყალმომა­რაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: კიბულის ქუჩაზე წყლის ამტანი მილის კაპიტალური შეკეთება, წერეთ­ლის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე წყლის მილის შეცვლა;
გ) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი გაზმომარაგების სის­ტემის რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: ავტოქარხნის სამხრეთი დასახლება, თაბუკაშვილის დასახლება, ლესელიძის ქუჩის დასახლება;
დ) 990 000 (ცხრაას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი ფასა­დე­ბის კაპიტალური შეკეთებისათვის, კერძოდ: ავტოქარხნის დასახლება, ახალგაზრდობის გამზირი;
ე) 760 000 (შვიდას სამოცი ათასი) ლარი მრავალპრო­ფილიანი სახლების გადახურვისათვის;
ვ) 385 000 (სამას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი საკანა­ლიზაციო ქსელების რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: შანიძის აღმართი, განათლების I შესახვევი, ტყიბულის ქუჩა, ბაგრატის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა;
ზ) 345 000 (სამას ორმოცდახუთი ათასი) ლარი ღვარსა­დენის შეკეთებისათვის, კერძოდ: ბარნოვისა და შანიძის ქუ­ჩები, ავტოქარხნის დასახლება, წერეთლის ქუჩის მე-8 ჩიხი და სინაურის (კვიცარიძისა და გვანცელაძის ქუჩის II შესახვევი) ქუჩა.".

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი