საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N487

საქართველოს მთავრობის განკარგულება N487
18 ოქტომბერი, 2006

"კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს N388 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. "კოდორის ხეობაში ჭუბერი-საკენის ახალი საავტო­მობილო გზის მშენებლობის შესახებ" საქართველოს მთავრო­ბის 2006 წლის 23 აგვისტოს N388 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) განკარგულების სათაურსა და ტექსტში სიტყვები "კოდორის ხეობაში" შეიცვალოს სიტყვებით "ზემო აფხაზეთში";
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) და სსიპ - საფინანსო სააგენტომ ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისას სპეციალური ჭრის განხორციელების შედეგად მოჭრილი იმ ხეების ინვენტარიზაცია, რომელიც სარეალიზაციოდ ვარგისია და დასატვირთ ბაქანზე გამოზიდვა შესაძლებელია, მოახდინონ ჭრის დამთავ­რების შემდეგ.";
ბ) განკარგულებას დაემატოს 31 და 32 პუნქტები:
"31. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყონ მშენებ­ლობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ტყის ფონდის მი­წისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინი­ჭე­ბისა და სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადება და მიღება.
32. სსიპ - საფინანსო სააგენტომ აღნიშნული გზის ხელოვნურ ნაგებობათა მოსაწყობად ხე-ტყის საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გადაცემა.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი