საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N486

საქართველოს მთავრობის განკარგულება N486
11 ოქტომბერი, 2006

"ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის N396 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ზოგიერთი აუცილებელი ღონისძიების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტროს, ფინანსთა სამინისტროს, სს ,,თელასს", შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკასა" და კავშირ (ასოციაცია) ,,საქართველოს ელექ­ტრო­ენერგიის საბითუმო ბაზარს" შორის გასაფორმებელი მათი 2005 წლის 23 სექტემბრის შეთანხმების დამატებითი შეთანხმება (შემდგომში - დამატებითი შეთანხმება).

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ დამატებითი შეთანხმების გაფორმება და მისი დებულებებით ნაკისრ ვალ­დებულებათა შესრულება.

3. ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შემდეგ სს ,,თელა­სის" მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახ­დელი დარჩენილი თანხის - 13 545 202,12 (ცამეტი მილიონ ხუთას ორმოცდახუთი ათას ორას ორი ლარი და 12 თეთრი) ლარის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,თელასს" შორის გაფორმდეს სასესხო ხელშეკრულება შემდეგი ძირითადი პირობებით:
ა) სესხის სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს 0.25 პროცენტის ოდენობით;
ბ) სესხის თანხა დაიფაროს 2007 წლის 1 აგვისტომდე.

4. ,,ქ. თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნ­ველ­ყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის N396 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სს ,,თელასის" სასესხო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 55 500 000 (ორმოცდათხუთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გამომდინარეობს 2005 წლის 23 სექტემბრის N127.12.09-8296, 2005 წლის 23 დეკემბრის N198.23.12-8296 და 2006 წლის 22 იანვრის N07.07.01-8296 სასესხო ხელშეკრულებებიდან, ნაწილობრივ გაიქვითოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კო­მისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის საშუალო შეწო­ნილ ტარიფსა და სს ,,თელასის" მიერ საანგარიშო პერიოდში პირდაპირი კონტრაქტებით შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ტარიფს შორის სხვაობის შედეგად 2005 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტროს, ფინანსთა სამინისტროს, სს ,,თელასს", შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკასა" და კავშირ (ასოციაცია) ,,საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს" შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილ ფულად ვალდებუ­ლე­ბაში, რომელიც შეადგენს 41 954 797,88 (ორმოცდაერთი მი­ლიონ ცხრაას ორმოცდათოთხმეტი ათას შვიდას ოთხმოცდა­ჩვიდმეტი ლარი და 88 თეთრი) ლარს".

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი