საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N482

საქართველოს მთავრობის განკარგულება N482
11 ოქტომბერი, 2006

"ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N66 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქარ­თველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესა­ხებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N66 განკარგულების N5 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი და­­­მა­­­­ტე­ბები:

1. პირველ პუნქტს დაემატოს ,,კ" ქვეპუნქტი და ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) ქ. თელავში რუსთაველის ქუჩის ქვაფენილის რეს­ტა­ვრაცია.".

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ლაგოდეხის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 047 000 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი შემდეგი პრო­ექტების განსახორციელებლად:
ა) ჭიაურის ტყის რეაბილიტაცია;
ბ) ქ. ლაგოდეხის გარე განათების აღდგენა;
გ) ქ. ლაგოდეხის სპორტული მოედნის მშენებლობა;
დ) სოფელ ცოდნისკარის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია და საპროექტო სამუშაოთა შესრულება;
ე) ქ. ლაგოდეხის გაზმომარაგების აღსადგენად გაზგამტარი მილის რეაბილიტაცია;
ვ) ქ. ლაგოდეხის N1 საშუალო სკოლის კაპიტალური შეკეთება და საპროექტო სამუშაოთა გაზრდა;
ზ) სოფელ აფენის ხიდის რეაბილიტაცია;
თ) ქ. ლაგოდეხის ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა.".

3. მე-6 პუნქტს დაემატოს ,,ზ" ქვეპუნქტი და ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ქ. ყვარლის 9 აპრილის სახელობის პარკის კეთილ­მოწყობა.".

4. მე-7 პუნქტს დაემატოს ,,ვ" ქვეპუნქტი და ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ქ. გურჯაანის თავისუფლებისა და გურამიშვილის ქუ­ჩე­ბის ასფალტის საფარის რეაბილიტაცია".

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი