საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N481

საქართველოს მთავრობის განკარგულება N481
11 ოქტომბერი, 2006

ზ. ჭელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. "საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონ­მდებლო ინი­ციატივით წარდგენილ "ად­გი­ლობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგა­ნოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანი­ზების შესახებ" საქართველოს კანონის ძალადა­კარ­გულად გამოცხადების თაო­ბაზე" საქართველოს კანონის პრო­ექტზე საქართვე­ლოს პარლამენტის საკომიტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების მინის­ტრის მოადგილე ზაზა ჭელიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი