საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N477

საქართველოს მთავრობის განკარგულება N477
07 ოქტომბერი, 2006

რიგ საწარმოებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადა­გადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავ­ლე­ლი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:
ა) შპს ,,დი და ჯი"-ზე 2006 წლის 12 ივლისის მდგომარეობით რიცხული ვადაგა­და­ცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია 3 706,658 ათასი ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის N597 ბრძანებულების საფუძველზე სს ,,ქუთაისის პურის მიმღებისათვის" გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად 2006 წლის 10 ივლისის მდგომარეობით რიცხული ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის რესტრუქტურიზაცია ,,ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ" ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
გ) სს ,,რუსთავცემენტზე" ე.წ. თურქული სასაქონლო კრედიტიდან" გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად 2006 წლის 1 ივნისის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.

2. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად სს ,,ქუთაისის პურის მიმღებს" ეპატიოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის N597 ბრძანებულებით გამოყოფილი სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად სესხის დაფარვის განსაზღვრული ვადის შემდეგ პერიოდში დარიცხული საურავი ,,ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ" ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.

3. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარ­მოებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზაციის პირობები განისაზღვროს ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზა­ციის შესახებ" საქარ­თველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისი ნორმებით დანართის მიხედვით.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი



საქართველოს მთავრობის
2006 წლის 7 ოქტომბრის N477
განკარგულების
დანართი

რიგ საწარმოებზე რიცხულ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

N საწარმოს დასახელება დავალიანების სახე რესტრუქტუ-
რიზაციის დაწყების თარიღი რესტრუქტუ-რიზაციის დაწყების თარიღი-სათ­­ვის არსებული ვადაგადაცი-ლებული საგადასახადო და სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზაციის პერიოდი
სულ მათ შორის
გაყინვის
პერიოდი გადავადების პერიოდი
1 2 3 4 5 6 7 8
1. შპს ,,დი და ჯი"
(თბილისი) საგადასახადო 12.07.2006 3 706 658
(ლარი) 2 წელი
(12.07.2006 წ-დან
12.07.2008 წ-მდე) 2 წელი
(12.07.2006 წ-დან
12.07.2008
წ-მდე)
2. სს ,,ქუთაისის
პუ­რის მიმღები"
(ქუთაისი) სასესხო 10.07..2006 150 917
(აშშ დოლარი) 6 თვე
(10.07.2006 წ-დან
10.01.2007 წ-მდე) 6 თვე
(10.07.2006 წ-დან
10.01.2007 წ-მდე)
3. სს ,,რუსთავცე­მეტი"
(რუსთავი) სასესხო 01.06.2006 3 098 3909.89
(აშშ დოლარი) 5 წელი
(01.06.2006 წ-დან
01.06.2011 წ-მდე) 2 წელი
(01.06.2006 წ-დან
01.06.2008 წ-მდე) 3 წელი
(01.06.2008 წ-დან
01.06.2011
წ-მდე)