საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N476

საქართველოს მთავრობის განკარგულება N476
07 ოქტომბერი, 2006

,,საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესა­ხებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:
,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომი­სიის შექმნის შესახებ";
ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კა­ნონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომი­სია შემდეგი შემადგენლობით:


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­მისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს გენერალური პროკუ­რორი

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ვახტანგ მეგრელიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ივანე მერაბიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრი

ლადო ჭიპაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.";


გ) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომისიამ:
ა) ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეფორმის გან­ხორ­ციელებას;
ბ) განიხილოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაცვის რეფორმის ღონისძიებათა განხორციე­ლების მიზანშეწონილობის საკითხი.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი