საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N475

საქართველოს მთავრობის განკარგულება N475
07 ოქტომბერი, 2006

,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს წილის ქალაქ რუსთავის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამ­ტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის სამი­ნისტროს გადაწყვეტილება ,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს წილის ქალაქ რუსთავის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ" (საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების მინისტრის 2006 წლის 27 სექტემბრის N1-1/1034 ბრძანება).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი