საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-12 ფილიპ ჰამონდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით დაინტერესდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს შეხვდა.

  • 2016-05-12 პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს მაიკლ ფალონს შეხვდა.

  • 2016-05-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტზე.

  • 2016-05-12 ახალი სახეების გუნდი შერჩეული იქნა პარტიის ლიდერების მხრიდან

    „ქართული ოცნების“ ახალი გუნდის დაკომპლექტებაში ბიძინა ივანიშვილს ამ წუთამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ლონდონში, თემის კომენტირებისას განუცხადა.

  • 2016-05-12 პრემიერი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას მიესალმება

    მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ვფიქრობთ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მნიშვნელოვან დაჩქარებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას.

  • 2016-05-12 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ანტიკორუფციული სამიტი არის კარგი შესაძლებლობა, საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყანა, მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით და ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებსა და კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • 2016-05-12 ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა

    მსოფლიო ლიდერები ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებზე მსჯელობენ - ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი მასპინძლობს.

  • 2016-05-12 ლიდერების საუზმე ლანკასტერის სასახლეში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაური ლანკასტერის სასახლეში იმყოფება, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილე 40-მდე ქვეყნის ლიდერს, ოფიციალურ საუზმეზე მასპინძლობს.