საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-06-15 საჯარო გამოსვლა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში

    ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა - აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის" ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.

  • 2016-06-15 პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის პრესკონფერენცია

    ჩვენ ვხედავთ დიდ წარმატებას და დიდ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და მოდით, ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ, - ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრის შემდეგ გაიმართა. 

  • 2016-06-15 შეხვედრა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრთან

    გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს გერმანული ინსტიტუტების თანამშრომლობას საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრ იოჰანა ვანკას შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2016-06-15 შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან

    საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვედრის მთავარი თემები.

  • 2016-06-15 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად, ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

  • 2016-06-15 შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან

    გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე. მანვე ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას.

  • 2016-06-15 დემოკრატიული რეფორმები საქართველოში

    უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე; ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2016-06-15 საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი

    „ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოსთან ერთად“ - ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი დაიწყო, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

  • 2016-06-15 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.