საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-06-02 პრემიერ-მინისტრმა იტალიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიას ეროვნულ დღესასწაულს, რესპუბლიკის დღეს ულოცავს, - გიორგი კვირიკაშვილი დღეს, იტალიის საელჩოს მიერ, საზეიმო თარიღთან დაკავშირებით ორგანიზებულ „იტალიურ ფესტივალ 2016-ს" დაესწრო.

  • 2016-06-02 სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიში

    ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი; ამიტომ, ეს რომ აღარ განმეორდეს, მნიშვნელოვანია არა მარტო მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება, გაანალიზება და მიზეზების დადგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2016-06-02 ქართული მეღვინეობა არის ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველი

    ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული მეღვინეობა და მევენახეობა არის ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY"-ს და შპს „გრუზვინპრომის" ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • 2016-06-02 დაწყებულია სოფლის ფეხზე წამოდგომის შეუქცევადი პროცესი

    საქართველოში დაწყებულია სოფლის ფეხზე წამოდგომის შეუქცევადი პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ძლიერება, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY"-ს და შპს „გრუზვინპრომის" ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2016-06-02 პოლიციელის პროფესიული დღე

    ვისურვებ, რომ ჩვენი ყოველი დღე კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იყოს, რომ მივუახლოვდეთ პოლიციის იმ სტანდარტს, რომელსაც ევროპული სტანდარტი ჰქვია - ეს არ გულისხმობს მხოლოდ პოლიციის პროფესიონალიზმს, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება, ნდობისა და პატივისცემის გაზრდა, მაქსიმალური დაცულობის შეგრძნების გაჩენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1000

    „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მარტის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N999

    „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ" ევროპული შეთანხმებისა და თანდართული კანონპროექტების „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და მომხსენებლებად ი. ქავთარაძისა და დ. ხუციშვილის დანიშვნის თაობაზე

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N998

    საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის" მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მესამე სექციის (კმ 40.8-კმ 52.6) განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N997

    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N996

    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (როგორც მრავალმხრივი საგრანტო ხელშეკრულების ერთ-ერთ წევრს) და ევროკომისიის უფლებამოსილ წარმომადგენელს - კვლევის აღმასრულებელ სააგენტოს (REA) შორის, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020"-ის ფარგლებში, საგრანტო პროექტის -„მომავლის სანდო სერვისები უსაფრთხო და საიმედო გლობალური ტრანზაქციებისთვის" (FutureTrust) განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N995

    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს შორის (წარმოდგენილს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სახით) საგრანტო პროექტის - „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა" (Support to Sustained Effective Functioning of the State Commission on Migration Issues) განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N994

    მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N993

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N992

    საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N991

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N990

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N989

    ანაკლიაში პროგრამა „მომავლის ბანაკის" განხორციელების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N988

    „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N987

    საფრანგეთის რესპუბლიკიდან ირაკლი მაკარიძის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N986

    საბერძნეთის რესპუბლიკიდან მადონა გოგონაძის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N985

    ამერიკის შეერთებული შტატებიდან ნათელა ვარდანაშვილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N984

    იტალიის რესპუბლიკიდან დარეჯან ამბროლაძის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N983

    „კანადასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N982

    „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N981

    საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2013 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის" მშენებლობის პროექტის 220 კვ ეგხ-ის მეორე (კმ 20-კმ 40) სექციის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N980

    „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N979

    სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გასატარებელი ღონისძიების შესახებ

  • 2016-06-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N978

    არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნინო სამანიშვილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ