საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-06-20 სამუშაო ვახშამი დონალდ რამსფელდთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტს, დონალდ რამსფელდს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

  • 2016-06-20 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    საქართველოში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და მინდა, საგანგებო განცხადებით მივმართო პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას. 

  • 2016-06-20 გიორგი კვირიკაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

    თბილისში ხვალ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, - აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

  • 2016-06-20 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რამაც მოზარდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

  • 2016-06-20 პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი 15-16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.