-
2018-02-28 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
-
2018-02-28 ევროკომისიის დელეგაცია - საქართველო წარმოადგენს წამყვან რეფორმატორ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
საქართველო წარმოადგენს წამყვან რეფორმატორ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც სამაგალითოა ევროკავშირის დახმარების მიზნობრივად ათვისების კუთხით, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ განყოფილების ხელმძღვანელმა ლოურენს მერედიტმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ქართული მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა.
-
2018-02-27 შეხვედრა „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ დელეგაციასთან
საქართველო სამაგალითოა განხორციელებული რეფორმებით და დემოკრატიის კუთხით რეგიონში, - ამის შესახებ „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის" დელეგაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2018-02-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია - 97 წლის წინ ქართველი პატრიოტებისა და იუნკერების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციით დასრულდა.
-
2018-02-23 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იაპონიის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
-
2018-02-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ცხინვალში დღეს მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს.
-
2018-02-23 დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2018-02-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.
-
2018-02-21 2018 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილა.
-
2018-02-21 მთავრობის სხდომაზე საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი წარადგინეს
„ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან",- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი.
-
2018-02-21 გიორგი კვირიკაშვილი - იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება
მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ ზეწოლას ეხება.
-
2018-02-21 ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანებულ 134 მოსახლეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 500-ზე მეტია, 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა იმასაც ითვალისწინებს, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინვენტარით.
-
2018-02-20 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა
20 თებერვალს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა.
-
2018-02-20 გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და - საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა,
-
2018-02-19 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტ შრაგა ბროშთან
საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი, საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს.
-
2018-02-18 MSC-ის ფარგლებში საქართველოს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა
საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2018-02-17 საქართველო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს
საქართველო, მომავალ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
-
2018-02-17 გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
-
2018-02-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 ივნისს სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა - მოლდოვა უმასპინძლებს, - სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, კიშინიოვში, ქართველი კოლეგა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა დღეს პირადად მიიწვია.
-
2018-02-17 პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტი შეაფასა
ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა.
-
2018-02-17 შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა.
-
2018-02-17 შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2018-02-16 შეხვედრა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.
-
2018-02-16 გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში ფატუ ბენსუდას შეხვდა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ პროკურორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მიუნხენში გაიმართა.
-
2018-02-16 პირისპირ შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რეფორმების განხორციელების მიმართულებით, მიესალმება, - ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2018-02-16 მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა
მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
-
2018-02-16 საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მეოთხე სხდომა
სასტუმრო „Holiday Inn"-ში საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა.
-
2018-02-16 მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე ქართულ დელეგაციას პრემიერი ხელმძღვანელობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
-
2018-02-15 „შტადლერ რეილ ეი ჯი'' ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს.
-
2018-02-15 ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებში
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და კიდევ უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.
-
2018-02-15 კასპში და ცაგერში ორ კოოპერატივს 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცემა
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენებას.
-
2018-02-15 ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ - ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება
„იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი.
-
2018-02-15 პრემიერ-მინისტრი 16-17 თებერვალს ბაკურიანში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრს გამოეხმაურა
16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრი „სკი კროსში" (Ski Cross), რომელშიც ჩვენი 8 მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას.
-
2018-02-15 პრემიერ-მინისტრი - მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას - ამ სიტყვებით შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში, რომელსაც მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
-
2018-02-15 მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება
მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეობის. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, სიტყვით გამოსვლისას, მე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას, მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები - „აწარმოე საქართველოში", სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები - „დანერგე მომავალი" და ა.შ.
-
2018-02-15 2018 წლის 15 თებერვალს, 10:30 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 24 საკითხი.
-
2018-02-13 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა როზარია პულისის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
-
2018-02-12 ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებს მთავრობის მეთაურმა ფორუმის დაარსება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების შემადგენლობები საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, რაც კარგი ტენდენციაა.
-
2018-02-12 საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“
საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.
-
2018-02-12 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი
-
2018-02-09 ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა
„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება" - ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრა.
-
2018-02-09 საგანგებო თათბირი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე
საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს.
-
2018-02-08 ოფიციალური მიღება
ოფიციალური მიღება პრემიერ-მინისტრის სახელით თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
-
2018-02-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბრიჯიტ ბრინკთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
-
2018-02-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე
მივესალმები მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, წმინდა სინოდის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მივესალმები სტუდენტებს.
-
2018-02-07 მაღალმთიან რეგიონებში მცირე ზომის საბაგირო გზები მონტაჟდება
„დავიწყეთ სოფლებში „მინი" საბაგირო გზების დამონტაჟება. ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" აღმოაჩინა „მინი" საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანია.
-
2018-02-07 გიორგი კვირიკაშვილი - თსუ-მ გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა
წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველასთვის საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს.
-
2018-02-07 პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა
ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ჩვენს რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-02-07 პრემიერ-მინისტრმა ქართველ სპორტსმენებს ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა
მინდა, ჩვენს სპორტსმენებს კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება ვუსურვო. ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური - სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში.
-
2018-02-05 ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობას განიხილავს
ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი დღევანდელი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომელიც ბრიუსელში, ევროკომისიაში გაიმართა.
-
2018-02-05 გიორგი კვირიკაშვილისა და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია
ძვირფასო ფედერიკა, მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისთვის და ამ დილით პოზიტიური და პროდუქტიული დისკუსიისთვის ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ფართომასშტაბიან და ამბიციურ დღის წესრიგთან დაკავშირებით.
-
2018-02-05 საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები, - ამის შესახებ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელზეც ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
-
2018-02-05 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო.
-
2018-02-02 ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის
ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე, დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
-
2018-02-02 გიორგი კვირიკაშვილი - დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ
ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ.
-
2018-02-02 მთავრობა ტყითსარგეგბლობის წესებს ამკაცრებს
პარლამენტში, მთავრობის დამტკიცებამდე მე განვაცხადე, რომ ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ და ლევან დავითაშვილმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად აწესრიგებს და ამკაცრებს ტყის გამოყენების წესებს და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში.
-
2018-02-02 შსს-ს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები გადაეცა
96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანა დღეიდან საპატრულო პოლიციის საკუთრებაა - იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2018-02-01 ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 31 იანვარს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივნის, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.