-
2016-12-30 პრემიერმა თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
-
2016-12-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
-
2016-12-29 2016 წლის 29 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2016-12-29 პრემიერ-მინისტრის განცხადება 2017 წელს დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების შესახებ
2017 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება.
-
2016-12-29 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლერი ხაბელოვს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
-
2016-12-29 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2016 წელი შეაჯამა
ჩვენ ამ წლის ბოლო მთავრობის სხდომას ვატარებთ და მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი, თავისი მნიშვნელოვანი მოვლენებით, მიღწევებით და გამოწვევებით. 2016 წელი, იყო, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების" გამარჯვებით დასრულდა.
-
2016-12-28 „სტარტაპ საქართველოს“ მეორე ეტაპის გამარჯვებულების დაჯილდოება
საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს - მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, 9 სრულიად ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა - „სტარტაპ საქართველოს" პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დღეს დააჯილდოვეს.
-
2016-12-27 პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს მუშაობის 4-წლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის 4 წელი შეაჯამა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-12-27 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აზერ ჰუსეინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
-
2016-12-27 განათლების რეფორმის პრეზენტაცია
საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი-განათლების რეფორმა იწყება. რეფორმის პრეზენტაციას, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
-
2016-12-25 პრემიერმა ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა
მთელი გულით ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს, რომელიც სიკეთის, სამართლიანობის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა.
-
2016-12-25 პრემიერის კომენტარი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე
საკონსტიტუციო კომისია ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს საუკეთესო, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2016-12-25 პრემიერმა პატრიარქს აღსაყდრების 39 წლის იუბილე მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არის ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწე, რომლის მნიშვნელობაც, დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 39 წლის იუბილე მიულოცა.
-
2016-12-25 ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები კაპიტალურად გარემონტდა
ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება.
-
2016-12-25 პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა
30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს, - კურორტი ოფიციალურად დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნა.
-
2016-12-25 პრემიერ-მინისტრის მილოცვა კათალიკოს-პატრიარქისადმი მისი აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისადმი მისი აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით
-
2016-12-25 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს.
-
2016-12-24 ხანუქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხანუქის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრო.
-
2016-12-24 პრემიერ-მინისტრი ხვალ კურორტ მიტარბს გახსნის
30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი ვიზიტორებს ისევ მიიღებს, - კურორტ მიტარბს ოფიციალურად ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნის.
-
2016-12-23 ახალი საბაგიროს გახსნა გუდაურში
გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr"-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია.
-
2016-12-22 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, „მთის კურორტების განვითარების კომპანია„ გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დაესწრება.
-
2016-12-22 2016 წლის 22 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2016-12-22 ზამთრის სეზონი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს
გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში - ამგვარი დავალება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
-
2016-12-21 შეხვედრა პოლონეთის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
-
2016-12-20 გიორგი კვირიკაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.
-
2016-12-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ევრაზიის გვირაბის“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
მთავრობის მეთაური, თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია.
-
2016-12-20 პრემიერმა „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტამბოლში, „ევრაზიის გვირაბის" ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
-
2016-12-20 საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები
მინდა, მოწვევისთვის დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს უფროს მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს.ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთთან ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათისაა. საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.
-
2016-12-20 საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა
საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს; სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას გააკეთა.
-
2016-12-20 პრემიერმა ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
-
2016-12-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ევრაზიის გვირაბის“ გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
მთავრობის მეთაური, თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან.
-
2016-12-20 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო
დღეს ბერლინში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.
-
2016-12-19 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის - ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო.
-
2016-12-19 ერთობლივი წინასაახალწლო მიღება
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, მეუღლეებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთობლივ წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.
-
2016-12-19 შეხვედრა ევროპარლამენტის დელეგაციასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობენ.
-
2016-12-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2594
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
-
2016-12-17 პრემიერმა მთელ საქართველოს ბარბარობა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთელ საქართველოს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
-
2016-12-16 შეხვედრა ADB–ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა.
-
2016-12-15 თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური ხედვა შემუშავდა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის, უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, კონცეპტუალური ხედვა შემუშავდა. გეგმა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით, PricewaterhouseCoopers (PwC)-მა მოამზადა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წარუდგინეს.
-
2016-12-15 შეხვედრა ავსტრიის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არად ბენკოს შეხვდა.
-
2016-12-15 პრემიერი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.
-
2016-12-15 გიორგი კვირიკაშვილი პაოლო ჯენტილონის იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პაოლო ჯენტილონის იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.
-
2016-12-15 2016 წლის 15 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.
-
2016-12-15 პრემიერ–მინისტრის განცხადება მთავრობის სხდომაზე
გუშინ პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც არის ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი.
-
2016-12-15 საქართველოს მთავრობის განკარგულება N2585
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
-
2016-12-14 2016 წლის 15 დეკემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 18 საკითხი
-
2016-12-14 პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, დესისლავა ივანოვას შეხვდა. დიპლომატმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
-
2016-12-14 მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცია ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე მჯდომარე აქციებთან დაკავშირებით
საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, არაერთი შეხვედრა გამართეს ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან, რომელიც, საჯარო სამსახურში დასაქმების მოთხოვნით მჯდომარე აქციას მართავს.
-
2016-12-14 შეხვედრა ვაჰან მარტიროსიანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან, ვაჰან მარტიროსიანთან.
-
2016-12-14 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
მთელი გულით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ისლამის გამავრცელებლის მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს.
-
2016-12-14 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.
-
2016-12-12 პრემიერ-მინისტრმა იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
-
2016-12-12 შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებთან
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩს და პროგრამის კოორდინატორს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებში, ლინა მილნერს შეხვდა
-
2016-12-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ Die Zeit-თან
„ჩვენ არ გვესმის რატომ ეშინია რუსეთს“
-
2016-12-12 შეხვედრა კომპანია TCC-ის წარმომადგენლებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „China Tianchen Engineering Corporation"-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2016-12-12 ქვესადგური „მარნეული 500“-ის მშენებლობა დასრულებულია
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500", რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, - პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ", „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
-
2016-12-11 საქართველოს პრემიერ - მინისტრის სამძიმარი
უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.
-
2016-12-10 ადამიანის უფლებათა დაცვის დღე
ხმა აიმაღლე სხვისი უფლებების დასაცავად დღეს! - ამ მოწოდებით მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სახელით, დღეს საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა.
-
2016-12-09 პრემიერმა ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ყაზახ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
-
2016-12-09 2016 წლის 9 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.
-
2016-12-09 პრემიერი - თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება
თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავში საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონიდან მნიშვნელოვანი საკვების სახეობები ამოიღეს.
-
2016-12-09 თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თედო ჯაფარიძე ყველასთვის ცნობილი, უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალია, რომლის მუშაობა გუნდში, საგარეო მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეგმების განხორციელების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
-
2016-12-09 პრემიერი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2016-12-09 საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2016-12-09 მთავრობა ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს
მთავრობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს, - 2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო წარადგენს, გადამცემი ქსელების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან მოდერნიზებას ითვალისწინებს.
-
2016-12-09 თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება, - შესაბამისი ცვლილებების პაკეტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
-
2016-12-09 პრემიერი საბანკო სექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება
ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობის ძალიან მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის შეღავათიანი სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც ჯამში 450 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
-
2016-12-09 საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება
საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება, - მთავრობა ჯანდაცვის რეფორმების მეორე ეტაპს იწყებს.
-
2016-12-09 პრემიერი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება
დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2016-12-09 პრემიერი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ამჟამად, ამგვარი სტატუსის მხოლოდ 10 ობიექტია.
-
2016-12-09 EIB საქართველოს 450 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოუყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავუორის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2016-12-08 სოფო ჯაფარიძე მოხსენებით წარსდგა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა.
-
2016-12-08 თბილისში ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა
სულ რამდენიმე საათის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ე. წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე საბოლოო შეთანხმების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, რაც არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა მოგილოცოთ ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2016-12-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ აბულფას გარაევს შეხვდა.
-
2016-12-08 შეხვედრა რუმინეთის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.
-
2016-12-08 პრემიერ-მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა
ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი საქართველოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის, შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს, - ამის შესახებ დიპლომატმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2016-12-07 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
-
2016-12-07 დედოლარიზაციის ღონისძიებები
ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა...
-
2016-12-07 შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
-
2016-12-07 ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
დევიდ ჰერცენჰორნის (POLITICO) ინტერვიუ კვირიკაშვილთან, რომელსაც სურს, რომ მისმა ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიაღწიოს.
-
2016-12-07 პრემიერმა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დაათვალიერა
საქართველოში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი, რაც სამიზნე უბნის მაღალი სიზუსტით დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.
-
2016-12-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
მსურს გამოვეხმაურო დღეს გაჟღერებულ სრულიად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოს მთავრობას არა აქვს ერთიანი პოზიცია წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
-
2016-12-06 შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2016-12-03 GLOBAL ENABLING TRADE REPORT 2016-ის მიხედვით საქართველოს რეიტინგი 5 პოზიციით გაუმჯობესდა
ბიზნესის კეთების ინდექსის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია საზღვრებს მიღმა ვაჭრობის კომპონენტში წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა და დაიკავა 54-ე ადგილი, 2016 წელს იკავებდა 62-ე ადგილს.
-
2016-12-03 საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს
2016 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს მთავრობამ წარადგინა საქართველოს პირველი ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ.
-
2016-12-02 30 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელს ეწვია
მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართა.
-
2016-12-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია იენს სტოლტენბერგი, ნატო-ს გენერალური მდივანი: "ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გიორგი, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ ნატო-ს სათავო ოფისში.
-
2016-12-02 შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
-
2016-12-02 ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
-
2016-12-02 საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური თემები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მთავრობის ახალი შემადგენლობის სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უძღვებოდა.
-
2016-12-02 შეხვედრა ფედერიკა მოგერინისთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან.
-
2016-12-01 შეხვედრა ჯანი პიტელასთან
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯანი პიტელას შეხვდა.
-
2016-12-01 გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის
-
2016-12-01 შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან
საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან (Donald Tusk) გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2016-12-01 შეხვედრა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. დღეს გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.
-
2016-12-01 შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
-
2016-12-01 შეხვედრა ელმარ ბროკთან
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს შეხვდა.