-
26 დეკემბერი 2020
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გახარიასთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოსსაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
25 დეკემბერი 2020
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილამთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
24 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხათუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
-
24 დეკემბერი 2020
საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა85 ხმით პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით საქართველოს მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა.
-
24 დეკემბერი 2020
გიორგი გახარია - მჯერა, გონიერება გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოწვევების წინაშე შევძლებთ, ვიმუშაოთ ერთად, ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარერა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან, გულწრფელად გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციის ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავისუფალი და ცარიელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
24 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზეარ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა გადაილახოს და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს; ეს არ არის მმართველი გუნდის ამბიცია, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და დავალება, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 9 პარტია და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
-
23 დეკემბერი 2020
გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრამოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
22 დეკემბერი 2020
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდებაპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება. მიღებულ გადაწყვეტილებებზე საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
-
21 დეკემბერი 2020
გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს 2020 წლის განმავლობაში, გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და 2021 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრამართლაც აღსანიშნავია ის, თუ როგორ გაუწოდა ქართულმა დიპლომატიამ ხელი საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ჩვენი შეზღუდული ეკონომიკური რესურსებით როგორ დავაბრუნეთ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.
-
21 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმოს (WHO) ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდასაქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.