-
31 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საახალწლო მილოცვაძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
-
30 დეკემბერი 2020
ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცააშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა. საქართველოს მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.
-
30 დეკემბერი 2020
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცაუკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.
-
30 დეკემბერი 2020
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავსსლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნისთვის ზიარი ინტერესების სულისკვეთებით, - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, სადაც მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
-
30 დეკემბერი 2020
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას - დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უბადლო ხელძღვანელობით კიდევ უფრო განვავითარებთ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებსდარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უბადლო ხელძღვანელობით კიდევ უფრო განვავითარებთ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს ჩვენი ერების საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იური რატასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, სადაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
-
30 დეკემბერი 2020
ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავსჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალურ წერილში წერს, სადაც ის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
29 დეკემბერი 2020
გიორგი გახარია - უსაფრთხოება აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებისთვის - ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებულისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების კვალიფიკაცია არის პრიორიტეტი ნომერი ერთი დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
-
29 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, დაწესებული შეზღუდვების შედეგებსა და ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის სუბსიდირებაზე ბრიფინგზე ისაუბრა2020 წელი დასასრულს უახლოვდება; მძიმე წელი, გლობალურად და ქვეყნისთვისაც. დღეს იყო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა და წელს, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო, ამიტომ, მინდა ორიოდე სიტყვით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, მიზნობრივ შეზღუდვებზე და ამ შეზღუდვების შედეგებზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
28 დეკემბერი 2020
გიორგი გახარია ,,ქართლი ტექსტილის'' ახალი საწარმოს გახსნაზე - შემდეგი წლის ბოლომდე, ამ საწარმოში, 4 000 რუსთაველი იმუშავებს; არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანააარათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დღეს არის საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის" ახალი საწარმოს გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
28 დეკემბერი 2020
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილაეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია, ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პირობებში დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.