დაბადების თარიღი: 1978 წლის 25 სექტემბერი
განათლება:
2002-2006, ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი (გერმანია);
2002-2005, ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით);
1995-2000, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით);
სამუშაო გამოცდილება:
2024 წლიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2021 - 2024, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
2016 - 2019, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2015 წლიდან, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი და წევრი
2014 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2006-2014, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მიმართულების ხელმძღვანელი
2011-2014, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2005-2012, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
2011-2012, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით
2011-2012, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი
2000-2001, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი
ირაკლი კობახიძე არის სხვადასხვა სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი.
უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, რუსული
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს ორი შვილი.