საქართველოს მთავრობა – გიორგი გახარია

გიორგი გახარია

დაბადების თარიღი: 19.03.1975

დაბადების ადგილი: თბილისი

განათლება და კვალიფიკაცია:

1992-1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე

1994-1999 წლებში - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი

2003-2004 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი


პროფესიული გამოცდილება:

1999-2008 წლებში - მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე

2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი

2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე იყო Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში

2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი

2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი

2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას

2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე - საქართველოს ვიცე-პრემიერი

2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა

ენები: ინგლისური, რუსული


ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ერთი შვილი