საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის ვიზიტები
  • 09 სექტემბერი 2013
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთში

    2013 წლის 8-9 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

  • 07 სექტემბერი 2013
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ლატვიაში

    2013 წლის 6-7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

  • 25 ივნისი 2013
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში

    2013 წლის 24-25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

  • 15 აპრილი 2013
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.  

  • 17 იანვარი 2013
    საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შედგა ბიძინა ივანიშვილისა და ტიგრან სარგსიანის პირისპირ შეხვედრა, გაიმართა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციათა მოლაპარაკებები. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს.