საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები
  • 28 დეკემბერი 2012
    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

    სახელმწიფო კანცელარიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

  • 26 დეკემბერი 2012
    პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, არტურ რასიზადეს პირისპირ შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ, გაიმართა გაფართოებული შეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით.

  • 26 დეკემბერი 2012
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ესტუმრა. საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე, " საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი.

  • 25 დეკემბერი 2012
    პრემიერ–მინისტრი საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოველში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 35 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო, პატრიარქს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი მიულოცა.

  • 24 დეკემბერი 2012
    საქართველოს პრემიერ–მინისტრის 25 დეკემბრის საშობაო მილოცვა

    დღეს მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მილიონობით ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე - ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას.

  • 24 დეკემბერი 2012
    საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენციის პრეს-რელიზი

    წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებლის დასაწყებად საქართველოს ახალმა მთავრობამ - არსებულისაბიუჯეტო პროექტის ძირითადი მიმართულებები შეცვალა. გარკვეული ხარჯების შემცირებისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება. წინა მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი უმოკლეს ვადაში (ორ თვეში) გახდა სოციალურად ორიენტირებული. დღეს ქვეყანას აქვს ახალი, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

  • 24 დეკემბერი 2012
    პრემიერ–მინისტრის სატელეფონო საუბარი ისრაელის პრეზიდენტთან

    24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინაივანიშვილის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან.

  • 21 დეკემბერი 2012
    ანონსი

    ორშაბათს, 24 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა მედიაორგანიზაციებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ჟურნალისტისა და ოპერატორის (ფოტოგრაფის) სახელი და გვარი.

  • 21 დეკემბერი 2012
    პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საახალწლო მიღებას საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

  • 21 დეკემბერი 2012
    პრემიერ–მინისტრი ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს და ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს, კრჟიშტოფ ლისეკს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა.

1 2 3 4 5   >>