საქართველოს მთავრობა – ირაკლი ღარიბაშვილი

ამოსაბეჭდი ვერსია

ირაკლი ღარიბაშვილი

დაბადების თარიღი: 1982 წლის 28 ივნისი

განათლება:
2005წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობები;
2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი;
1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები;
1988-1999 წწ. -დედოფლისწყაროს რაიონის N1 საშუალო სკოლა.

სამუშაო გამოცდილება:
20/11/2013 - 24/12/2015წწ. - საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
25/10/2012 - 17/11/2013წ. - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
15/02/2012 წ. - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს" დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;
07/2009- 06/2012 წწ. - შპს (ლეიბლი) „ქართული ოცნების" დირექტორი;
12/2007 - 14/02/2012 წწ. - ს.ს. „ბანკი ქართუ-ს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
08/2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
12/2005 - 14/02/2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ-ს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი;
10/2005 - 01/11/2008 წწ. - სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;
05/2005 - 10/2005 წწ. - შ.პ.ს. „ბურჯი-ს" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2005 წწ. - შ.პ.ს. „ბურჯი-ს" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
2001- 2002 წწ. - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტაჟიორი.

ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი