-
21 დეკემბერი 2020
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებადიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში, - შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
19 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში, კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა.
-
17 დეკემბერი 2020
გიორგი გახარიას და როვნაგ აბდულაევის შეხვედრის შემდეგ ხელმოწერილი შეთანხმებით, საქართველოში იმპორტირებული სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
-
17 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთამოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეს, როგორც გარდამავალი შედეგი, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
16 დეკემბერი 2020
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით სტაბილიზაციაზე შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტი შეაფასამთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის პირველი შედეგები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებაზე, ინტენსიური ტესტირების პროგრამის გაგრძელება და მიღწეული შედეგების შენარჩუნების პროცესში მობილობის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
15 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრმა Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.
-
14 დეკემბერი 2020
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილამთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის მოქმედების დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგიური კუთხით მიღებული შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
11 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავსხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს.
-
10 დეკემბერი 2020
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის შედეგები, კლინიკურ სასტუმროებში არსებული რესურსები და დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილამთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის შედეგები, კლინიკურ სასტუმროებში არსებული რესურსები და შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
10 დეკემბერი 2020
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა და მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა, აგრეთვე, მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე.