2020-12-30
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უბადლო ხელძღვანელობით კიდევ უფრო განვავითარებთ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს ჩვენი ერების საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იური რატასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, სადაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ესტონეთს გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება, იყოს საქართველოს გულწრფელი და სანდო მეგობარი დემოკრატიულ, ეკონომიკური განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უბადლო ხელძღვანელობით კიდევ უფრო განვავითარებთ საქართველოსა და ესტონეთს შრის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. მინდა გარწმუნოთ, რომ ჩემს ქვეყანას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება იყოს საქართველოს გულწრფელი და სანდო მეგობარი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის ამ გამოწვევებით აღსავსე დროს თქვენ გააგრძელებთ საერთო საფუძვლებისა და კომპრომისების ძიებას, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული სიცარიელე შეივსოს. პარლამენტში სრული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლობა, ქვეყნის შიგნით სტაბილურობა და ერთსულოვნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რთულ სამეზობლოში არსებული დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისთვის.
ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ამ მიმართულებით და მოუთმენლად ველი ჩვენს ჩვეულ კარგ თანამშრომლობას", - აღნიშნავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური