საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრემიერ-მინისტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-01-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი დაუდასტურდა. მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური