საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ხელმოწერის ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-23

  

საქართველო და ბელარუსი მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან, - საერთაშორისო შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და მათმა ბელარუსმა კოლეგებმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ.
ხელმოწერილია 10-ზე მეტი შეთანხმება, რომელიც საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. მათ შორის არის თანამშრომლობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროებს შორის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური