-
13 დეკემბერი 2019
გიორგი გახარიამ და ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელისაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
-
13 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილიჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.
-
12 დეკემბერი 2019
პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც სუამ-ის ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელსუკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის პლენარული სხდომის შემდეგ, ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს.
-
12 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრასჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა; მადლობა გადავუხადე კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
-
12 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
-
11 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრებამსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
-
11 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანამთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
-
09 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებსსამუშაო ადგილები ძირითადი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკის და ყველა სახელმწიფო უწყება, ფინანსთა და ყველა სხვა სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალურად ახალი სამუშაო ადგილები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშისა და დღგ-ს რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
-
09 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და იმპორტის შემცირების კუთხითსოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
07 დეკემბერი 2019
პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ ,,მუყაოს ქალაქში'' მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ. „მუყაოს ქალაქში" მოსახლეობას შეხვდა.