საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

უკრაინამ საქართველოსთვის გამოყო კიდევ ერთი 10 მილიონიანი დახმარება

უკრაინის მთავრობამ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყო დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება 10 მილიონი დოლარის ოდენობით.

ეს არის მეგობარი სახელმწიფოს მეორე ტრანში. პირველი შეადგენდა 11 მილიონ დოლარს და განკუთვნილი იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად.

აგრეთვე უკრაინის მთავრობამ ყირიმის კურორტებზე მიიღო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიიდან 200 ბავშვი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი მიესალმება უკრაინის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და მადლობას უხდის ამ მძიმე პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი