საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

2009 წლის 20 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სამაგისტრო პროგრამის შესახებ ისაუბრა. ამ პროგრამის მიხედვით, მაგისტრანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ, სახელმწიფო დააფინანსებს.
აგრეთვე ნიკა გილაურმა სტუდენტებთან იაფი დაზღვევის პროგრამაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენის შესახებ ისაუბრა.

 პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური