2009 წლის 18 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულა.
პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ნიკა გილაური კოჯრის ბავშვთა სახლის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და ბავშვთა სახლების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გასაკეთებელი ბევრი რამ არის.
საქართველოში 32 ბავშვთა სახლია. ყველა ბავშვთა სახლში სააღდგომო საჩუქრები გაიგზავნა.
პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური