საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

ნიკა გილაური ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში სემინარს დაესწრო

ნიკა გილაური ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში სემინარს დაესწროდღეს,7ივლისს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში,ევროკავშირის ბიზნეს საბჭოსა და საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის მრჩეველთა ბიზნეს საბჭომ ერთობლივი სემინარი გამართეს. კონფერენციის თემა გლობალური ენერგოპოლიტიკა იყო. შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრების ენერგოპოლიტიკასა და ევროპასა და შეერთებულ შტატებში კლიმატურ ცვლილებებზე.

ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა ნაბუკოს პროექტიც,რომელსაც სულ მალე პროექტის წევრი ქვეყნები,თურქეთთან ოფიციალურად გააფორმებენ. სემინარს,ეკონომისტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,დღევანდელი შეხვედრა, ენერგეტიკულ პრობლემებს და ნაბუკოს საკითხებს ეხებოდა. უამრავი კითხვა დაისვა. მათ შორის,საქართველოში არსებულ ენერგეტიკულ პრობლემებსა და ნაბუკოს პროექტის მომავალზე,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური