საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

,,ანგარიში ხალხს'' გრძელდება ამოსაბეჭდი ვერსია

,,ანგარიში ხალხს'', ქალაქი რუსთავიდღეს, 7 სექტემბერს დედაქალაქის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მორიგი ანგარიშით ხალხთან, ქ. რუსთავში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარმატებული უწოდა ამ წამოწყებას და აღნიშნა, რომ კარგი კონტაქტი შედგა მთავრობასა და მოსახლეობას შორის.

"ჩვენ გვაინტერესებდა რამდენად იაქტიურებდა მოსახლეობა და ჩაერთვებოდა ამ აქციაში. ვფიქრობ, რომ კარგი კონტაქტი შედგა მთავრობასა და ხალხს შორის.

დღეს რუსთავში ვიმყოფებით, ჩავალთ თელავშიც. საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოვივლით, იმისთვის, რომ მოხდეს უფრო მარტივი კომუნიკაცია მთავრობასა და მოსახლეობას შორის."- განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური