საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 31 მარტის მთავრობის სხდომა

2009 წლის 31 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტნილი იყო 48 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინსიტრმა ნიკა გილაურმა დამსწრე საზოგადოებას და კოლეგებს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2008 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გააცნო.

"სტატისტიკის დეპარტამენტმა, 2008 წლის ეკონომიკური ზრდის ციფრებზე მუშაობა დაასრულა. 2008 წლის ეკონომიკის ზრდის საბოლოო ციფრი 2,1 % შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ გასულ წლებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი არ არის. თუმცა , იმ საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისისა და 2008 წლის განმავლობაში რეგიონში უარყოფით ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ კარგი შედეგია. უკვე დავიწყეთ 2009 წლის პირველი კვარტლის შედეგების ანალიზზე მუშაობა და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ამ მონაცემებს გავაცნობთ," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური