საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 9 დეკემბრის მთავრობის სხდომა

9 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 89 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, დიმიტრი შაშკინს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტი ყველაზე მნიშვნელოვანია.


„განათლება ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც ქმნის ქვეყნის განვითარების და მომავლის საფუძველს. მინდა წარმატება ვუსურვო მას ამ თანამდებობაზე.


ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ მთავრობის სხდომაზე მინისტრებმა პრეზენტაციების მოწყობა დაიწყეს. ისინი ამ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმეების და მიღწევების შესახებ მოგვითხრობენ, ასევე ამ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს გაგვაცნობენ.


მინისტრებს მინდა ვთხოვო, რომ მთავრობის სხდომების გარდა, იგივე პრეზენტაციები ჟურნალისტებს წარუდგინონ, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, თუ რა გაკეთდა ამ წლის განმავლობაში და რომელი გადაუჭრელი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ასევე მინდა მათ ვთხოვო, რომ ჯურნალისტებისთვის ცნობილი გახდეს იმ გეგმების შესახებ, რომლებიც ჩვენ მომავალ წელთან დაკავშირებით გაგვაჩნია," - განაცხადა საქართველოს პრეიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური