საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №986

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (წიგნადი და პერიოდული გამოცემების ფონდი) ა.ა.ი.პ. "ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის" თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

1. "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის N218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაეცეს ა.ა.ი.პ. "ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკას" 500 ერთეული - ჟურნალი, 3000 ერთეული - წიგნი (კავკასიის შესახებ ლიტერატურა) თხოვების ფორმით, არსებობის ვადით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ქონების გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური