ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შესახებ
1.დამტკიცდეს 2009 წლის 10 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენლობა.
2.დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა.
ნიკა გილაური
დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2009 წლის 6 ნოემბრის
N332 ბრძანებით
2009 წლის 10 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა
გიორგი ბოკერია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი
სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
შოთა უტიაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი
ალან პარასტაევი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე
დავით რაქვიაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
პაატა გაფრინდაშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშო-
რისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
გიორგი ბარამია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ლორიკ მარშანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი
დავით გახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსი
დიმიტრი სანაკოევი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გიორგი კაპანაძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თიღვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი.