საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 10 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2010 წლის 10 აგვისტოს მთავრობის სხდომა 2010 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 44 საკითხი იყო შტანილი. დღის წესრიგი. დღის წესრიგი.  

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს სამცხე-ჯავახეთში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მოწოდება სთხოვა.

გოგა ხაჩიძის თქმით, აღნიშნულ რეგიონში ბოლო პერიოდის განმავლობაში ფართემასშტაბიანი მეორე ხანძარი გაჩნდა. პირველი ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია, ბორჯომის რაიონში მხოლოდ მცირე სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჟამად რთული ვითარებაა სოფელ აწყურის თავზე. ხანძარი აქტიურად დაახლოებით 25 ჰექტარზეა გავრცელებული. დღევანდელი მონაცემებით ღია კერები არ არის. სტიქიის ზონაში იმყოფება 200-მდე ჯარისკაცი, მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობა, მაშველები, მეხანძრეები.

შიდა რესურსების მეშვეობით მოხერხდა ხანძრის შეჩერება, ტერიტორიის დამუშავება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო, ჩნდება ცეცხლის ახალი კერები, თუმცა მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის შეკავება ხერხდება, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური მუშაობა.

როგორც გოგა ხაჩიძემ განაცხადა, ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია. სპეციალისტების აზრით ადგილი აქვს დაუდევრობას, ხოლო მაღალი ტემპერატურა, სიცხე ხანძრის გაღვივებას ხელს უწყობს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაუდევრობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

"მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ ასეთი ქმედებები დ უყურადღებობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
ყველას ვთხოვ ამ კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი დაუდევრობა სისხლის სამართლის დანაშაულია.
გოგას (ხაჩიძე) ინფორმაციით, ჯერჯერობით ვითარების გართულების და მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის არანაირი საშიშროება არ არის.
მაქსიმალურად მობილიზებული არის ყველა ის რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ხანძრის სრულ ლიკვიდაციას ველოდებით, " - დასძინა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური