საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 13 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 13 ოქტომბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 83 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მთავრობის სხდომას დაწყებამდე, საზოგადოებას ამერიკაში შემდგარი ვიზიტის შესახებ მინდა მოვუყვე.

ვიზიტი მინდა შევაჯამო და ვთქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. მას რამოედნიმე მიზანი ჰქონდა და შეიძლება ვთქვათ, რომ ყევლა ეს მიზანი მიღწეულია.

დამეტებითი და გაზრდილი პოლიტიკური მხარდაჭერა ქალბატონი ჰილარი კლინტონის გამოსვლაში გამომჟღავნდა. თავის გამოსვლაში ჰილარი კლინტონმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს დაუჭირა მხარი და რუსეთს კონკრეტული მოთხოვნით მიმართა - რუსეთის ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართევლოს ეს ტერიტორიები ოკუპირებული ტერიტორიებია.

აგრეთვე, გამოთქმული იყო ეკონომიკური მხარდაჭერა, ქალბატონ ჰილარი კლინტონმა პირდაპირ მოუწოდა ამერიკელ ბიზნესმენებს, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და როგორც ინვესტორები, უფრო აქტიურები იყვნენ.

ეკონომიკური მხარდაჭერა ამერიკის ფინანსთა მინისტრთან, ბატონ ტიმ გაინტერთან შეხვედრისას გამოითქვა. შეხვედრაზე ბევრი სხადასხვა საკითი იყო განხილული. მათ შორის, ამერიკული ინსტიტუტების მიერ საქართველოსთვის თანხების გამოყოფა. ვგულისხმობ ისეთ საფინანსო ინსტიტუტებს, როგორებიცა არის ამერიკის ექს-იმ ბანკი, OPIC-ი, MCC-ი. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საკმაოდ დიდი დაფინანსება გააჩნიათ. საქართველოში მათი დამატებითი შემოსვლა ქვეყნის ეკონოიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

აქამდე, ამერიკის ექს-იმ ბანკს სქართველოში არცერთი პროექტი არ განუხორციელებია. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გაფრომდება დამატებითი მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ამერიკის ექს-იმ ბანკს შორის, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში ხელს შეუწყობს საკმაოდ დიდი თანხების შემოსვლას ქვეყანაში.

კარგი შეხვედრა გვქონდა OPIC-თან, რომელსაც აქამდე საქართველოსთვის დაფინანსების გარკვეული ზღვარი - 200 მლნ დოლარი ქონდა დაწესებული. ახლა ეს ზღვარი მოხსნილია. შესაბამისად, კერძო სექტორს დამატებით დაფინანსების გამოყოფაზე თავისუფალდ შეუძლია OPIC-ს მიმართოს. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც კერძო სექტორთან მუშაობს.

მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC-სთან, რომელიც ასევე კერძო სექტორთან მუშაობს და კარგია ის, რომ პირველად გმოიყიო თანხები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ორგანიზაცია უახლოეს მომავალში ჩაატარებს სპეციალურ ბრიფინგს, კონფერენციას და სემინარს ქართველის ბიზნესმენებისთვის იმისათვის, რომ ასწავლოს თუ როგორ მოიპოვონ დამატებითი დაფინანსებები ქართველმა ბიზნესმენებმა სოფლის მეურნეობის დარგის განსავითარებლად IFC-სგან. შესაბამისად, მომავალი წლების განმავლობაში ქართული კერძო სექტორი დამატებით თანხებს მიიღებს ამ ორგანიზაციისგან.

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და MCC-თან. მინდა გითხრათ, რომ MCC-ის პირველი ტრანში მთავრდება მომავალი წლის მარტში და საკმაოდ წარმატებულად. საუბარი არის მეორე ტრანშის გამოყოფაზე. ამის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამაზე გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს ამა წლის ნოემბერ-დეკემბერში. ეს დაფინანსება თუ წამოვა, წამოვა საქართველოში ახალი უნივერსიტეტის ასაშენებლად, რომელიც მენეჯმენტით თავიდან ბოლომდე გადაეცემა ერთერთ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტს.

აგრეთვე, გვქონდა შეხვედრა სარეიტინგო სააგენტოებთან Fitch-თან, Moody's-თან და Standard and Poor's-თანს. მოგეხსენებათ, რომ Moody's -მა სულ რამოდენიმე დღის წინ აუწია საქართველოს საკრედიტო რეიტინგი. დღეს საქართველოს რეიტინგი BB- დონეზე არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იმისთვის, რომ კერძო სექტორმაც უფრო იაფად დამატებითი თანხები მოიზიდოს საქართველოში. აგრეთვე იმისათვის, რომ თუ მომავალში, მომავალ წელს ან მის შემდეგ ევრობონდის განმოშვებას დავაპირებთ, ამისთვის საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე უფრო დაბალი პროცენტი გვქონდეს დაფიქსირებული.
სხვა სააგენტოებთანაც გვქონდა ურთიერთობა. ისინიც აპირებენ თავიანთ დღევანდელ შეფასების გადახედვას. უახლოეს თვეებში ველოდებით, რომ Fitch-ი დეკემბერ-იანვარში ჩამოვა და ახალ რეპორტს გააკეთებს საქართველოსათვის.

ასევე, მქონდა რამოდენიმე გამოსვლა სხვადასხვა ინსტიტუტში, ერთერთი მათგანი იყო Atlantc Council-ი (ატლანტიკური საბჭო), JP Morgan-ის ბიზნესმენებისთვის მოწყობილი სპეციალური კონფერენცია.

მთავარ კითხვა ყველგან იყო დაკავშირებული რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. პასუხი ძალიან მკაფიოდ იყო დაფიქსირებული „ჩვენ მივესალმებით რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ ორგანიზაციის ყველა წესი იქნება დაცული." ამ წესებში კი, რა თქმა უნდა, ერთერთ მთავარ წესად იგულისხმება გამშვები პუნქტების გამჭვირვალობა, ტრანსპარენტულობა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს-რუსეთის საზღვარზე არ არსებობს. ვგულისხმობ იმ საზღვრებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან არის დაკავშირებული."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

.