საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობა გააცნეს ამოსაბეჭდი ვერსია

2023-10-16

ამომრჩევლების ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა წარუდგინა; მოხდა აპარატების დემონსტრირება და ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა.

ღონისძიება განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, რაც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაციას მოიცავს და არჩევნების მოდერნიზების პროცესს უკავშირდება.

ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ჩართული მხარეების მომზადებასა და ამომრჩეველთა ინტენსიურ ინფორმირებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს 2024 წლის არჩევნების მაღალ, პროფესიულ დონეზე; საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური