საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №377

,,შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის N78 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის N78 განკარგულება ,,შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისათვის უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური