საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №474

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები: შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარ-დაჭერის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 25.09.07, N1/271).


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური